top of page

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის თემაზე CEA-ში ლექცია ჩატარდა


თანამედროვე განათლების აკადემიაში ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის თემაზე ლექცია ჩატარდა. მე-7 კლასის მოსწავლეებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი მაკა თაქთაქიშვილი ესაუბრა.


სტუმარმა აკადემიელებს განუმარტა, თუ რა ითვლება არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად და როგორ ხდება კულტურული მემკვიდრეობისთვის სტატუსის მინიჭება. ასევე, გააცნო საქართველოში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ისაუბრა, როგორ შეჰყავს „იუნესკო“-ს საკუთარ ძეგლთა დაცვის სიაში კულტურული მემკვიდრეობა და როგორ ხდება ამ სიიდან მისი ამოღება.


მაკა თაქთაქიშვილი მე-7 კლასის მოსწავლეებს სამოქალაქო განათლების პროექტის “გაიცანი საქართველო კულტურული მემკვიდრეობით” ფარგლებში შეხვდა, რომელსაც ორგანიზება აკადემიის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა შორენა ტაბატაძემ გაუწია. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

Bình luận


bottom of page