top of page

ამხანაგური მატჩი მინი-ფეხბურთში CEA-სა და BGA-ს შორის


თანამედროვე განათლების აკადემიასა და ბრიტანულ-ქართულ აკადემიას შორის მინი-ფეხბურთში ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა 18 წლამდე ასაკის ვაჟების გუნდებმა მიიღეს.


თამაშის პირველივე ტაიმი თანამედროვე განათლების აკადემიის უპირატესობით წარიმართა. საბოლოოდ, შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით: 5:1 დასრულდა.


ამხანაგური მატჩი ბრიტანულ-ქართული აკადემიის ინიციატივით, ფეხბურთის გარდა, კალათბურთსა და ფრენბურთშიც გაიმართა. თანამედროვე განათლების აკადემიიდან გუნდების ჩართულობას ორგანიზება სპორტის მასწავლებელმა ლევან ხელაშვილმა ტუტორების: ელენე კერესელიძის, სალომე ნემსიწვერიძისა და მარიამ ვერძაძის დახმარებით გაუწია.

______________

Kommentare


bottom of page