top of page

აკადემიის მოსწავლეებმა, მარო მაყაშვილის შესახებ, პრეზენტაცია წარმოადგინეს


ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, თანამედროვე განათლების აკადემიის მეშვიდე დ კლასის მოსწავლეებმა, საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის შესახებ, საინტერესო ცნობები შეაგროვეს და თანატოლებს პრეზენტაციის სახით წარუდგინეს. მოსწავლეებმა განმარტეს თუ ვინ იყო მარო მაყაშვილი და რა წვლილი მიუძღვის მას სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.


უფროსკლასელების პრეზენტაცია დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი, რომელთაც ეროვნული გმირის შესახებ ინფორმაცია ამ ფორმით მიეწოდათ.


ღონისძიებას ორგანიზება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარინა ჯავახიშვილმა გაუწია.

მარიამ (მარო) მაყაშვილი 1921 წლის 19 თებერვალს, 18 წლის ასაკში, თბილისის მისადგომებთან, საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში დაიღუპა. იგი ფრონტზე მოხალისედ იმყოფებოდა, როგორც „წითელი ჯვრის“ მოწყალების და. მარო მაყაშვილი გახდა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირველი მსხვერპლი ქალი.


2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

______________

  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 2020 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page