თანამედროვე განათლების აკადემიისის მეშვიდე დ კლასის მოსწავლეებმა კინოფესტივალზე „აღბეჭდე ფიქრი“ გაიმარჯვეს. აკადემიელების მიერ წარდგენილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, “ღრმად ისუნთქე”, ჟიურიმ საუკეთესო ნამუშევრად დაასახელა. დაჯილდოება საგურამოში, სასტუმრო “Sevsamora Resort”-ში შედგა.
გამარჯვებულმა გუნდმა „ფეინთ ბოლის“ აბონემენტი მოიგო. გარდა ამისა, კომპანიამ “ლილო შოპი”, მონაწილეები სამაგიდო თამაშებით დააჯილდოვა.
კინოფესტივალში, თანამედროვე განათლების აკადემია, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, შორენა ტაბატაძის ინიციატივით ჩაერთო. ტელეკომპანია “L TV”-ს შემოქმედებითმა გუნდმა აკადემიაში მასტერკლასი ჩაატარა, რის შემდეგაც ბავშვებმა მოკლე დროში საუკეთესო ნამუშევარი შექმნეს.
კინოფესტივალი ერთ-ერთი პროექტია, რომელიც “L TV”-მ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამიდან განახორციელა. მას ორგანიზება თბილისის 50-ე საჯარო სკოლამ გაუწია.
თანამედროვე განათლების აკადემია ულოცავს ბავშვებს წარმატებას და მადლობას უხდის ორგანიზატორებს ახალი შესაძლებლობებისთვის! ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool
Comments