top of page

აკადემიის მეორე კლასის მოსწავლეების მათემატიკური ვიქტორინა


თანამედროვე განათლების აკადემიაში მათემატიკური ვიქტორინა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მეორე ა, ბ და გ კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. ვიქტორინისთვის ბავშვები ჯგუფებად გადანაწილდნენ. თითოეული ჯგუფი სამივე კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტდა.


ბავშვებს მათემატიკური დავალებები დაურიგდათ, რომელზეც სწორი პასუხი ჯგუფური მუშაობის შედეგად უნდა გაეცათ. მოსწავლეებმა დავალებებს თავი წარმატებით გაართვეს. თითოეულმა მათგანმა გამოავლინა, როგორც ჯგუფური კომუნიკაციის უნარი, ასევე მათემატიკის ცოდნაც.

ვიქტორინა დაწყებითი კლასის მასწავლებლების კატო გურგენიძის, მანანა მაისურაძისა და ლილიკო გოგოლაძის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. აქტივობის მიზანი მთელი სასწავლო წლის გავლილი მასალის შეჯამება იყო. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

Comments


bottom of page