top of page

აკადემიელებს ERASMUS + პროექტები გააცნეს

  • Writer: CEA
    CEA
  • Mar 24, 2023
  • 1 min read

Updated: Apr 3, 2023


ახალგაზრდული ორგანიზაცია „დრონისა“ და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა თანამედროვე განათლების აკადემიაში შეხვედრა გამართა. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ რა გზით შეიძლება წავიდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოხალისეებად, ან ჩაერთონ გაცვლით პროგრამებსა და ტრენინგებში, რომელსაც ევროკომისია სრულად აფინანსებს.


აკადემიელებს, ასევე, გაესაუბრნენ მოხალისეები საფრანგეთიდან და გერმანიიდან, რომლებმაც ახალგაზრდებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.


ახალგაზრდული ორგანიზაცია „დრონი“, ძირითადად, ERASMUS + პროექტებზე მუშაობს, რომელიც ევროპის ქვეყნებში მოკლევადიან გაცვლით პროგრამებსა და ტრენინგებს მოიცავს. ასევე თანამშრომლობს „ევროპის სოლიდარობის კორპუსთან“, რომელიც მაქსიმუმ ერთი წლის განმავლობაში, სხვა ქვეყანაში მოხალისეობას ითვალისწინებს. „დრონი“ ევროპაში წელიწადში ასამდე ახალგაზრდას უშვებს და 8 მოხალისეს იღებენ სხვადასხვა ქვეყნიდან.

ორგანიზაციის მიზანია, ქართველმა ახალგაზრდებმა ევროპული გამოცდილების შესაძენად, მეტი შესაძლებლობა მიიღონ.

______________

Kommentarer


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page