top of page

აკადემიელები ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ


თანამედროვე განათლების აკადემიის მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებმა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. ახალგაზრდებმა გამოფენილი ექსპონატები და დარბაზები მოინახულეს. გარდა ამისა, დაინტერესდნენ მუზეუმის შესასვლელში განთავსებული მულტიმედიური სივრცით, სადაც მოსწავლეებს შეეძლოთ, ინფორმაციის წაკითხვა და აუდიო ჩანაწერების მოსმენა.


ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში აკადემიელების ვიზიტი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ჯულიეტა ჯანჯღავას ინიციატივით განხორციელდა.

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი 1982 წლის 31 ოქტომბერს გაიხსნა. შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მუზეუმში დაცულია დიდი ქართველი რომანტიკოსი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები.

______________

Comments


bottom of page