top of page

აკადემიაში ვიქტორინის გამარჯვებული გუნდი გამოავლინეს

  • Writer: CEA
    CEA
  • Feb 21, 2023
  • 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიის ბიბლიოთეკაში, დავით აღმაშენებლის ეპოქასთან დაკავშირებით, ვიქტორინის მეორე ტური გაიმართა. პირველ ტურში გამარჯვებული მეორე და მესამე გუნდის წევრებმა, აღმაშენებლის მეფობის პერიოდზე, საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.


მოსწავლეების ნამუშევრები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: დირექტორის მოადგილე ხათუნა ბარაბაძე და მასწავლებლები ნინო მიმინოშვილი და ირმა ორჯონიკიძე.


ჟიურის გადაწყვეტილებით, ვიქტორინის გამარჯვებული მესამე ჯგუფი გახდა, რომლის წევრებსაც - ნუცა ჭელიძეს, დავით კობახიძეს, მზეო-მარიამ გორგაძეს, ალექსანდრე ჩანტლაძესა და ანასტასია ხარატოვას სიგელები გადაეცათ.

ვიქტორინის პირველი ტური 8 თებერვალს გაიმართა და დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს მიეძღვნა. ღონისძიებას ორგანიზება ისტორიის მასწავლებელმა ნინო მიმინოშვილმა გაუწია.

Comentarios


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page