top of page

X-XI კლასის მოსწავლეების ინიციატივები

  • Writer: CEA
    CEA
  • Mar 21
  • 1 min read

Updated: Mar 24

თანამედროვე განათლების აკადემიაში მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა საზოგადოებრივი საქმიანობის ფარგლებში შემუშავებული ინიციატივები წარმოადგინეს.


მე-10 კლასის მოსწავლეებმა შემოგვთავაზეს პროექტი "ტუტორები“, რომლის ფარგლებშიც უფროსკლასელები უმცროსკლასელებს სხვადასხვა საგანში დაეხმარებიან. ინიციატივაზე იმუშავეს: მარიამ რურუამ, ელენე ჯღარკავამ, მართა შალამბერიძემ, თინათინ ძაპტაშვილმა და ნუცა დავითულიანმა. პროექტის შემუშავებაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს ლიზა ჩიჯავაძემ და ნუცა ჭელიძემ. მოსწავლეების ინიციატივა აკადემიურ წარმატებასა და თანამშრომლობის კულტურის განვითარებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.


ასევე, მეათეკლასელმა ელისაბედ ფერბენქსმა წარმოადგინა პროექტი "ქართულენოვანი საგანმანათლებლო რესურსების ბაზის შექმნა", რომელიც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო მასალის უკეთ ათვისებაში დაეხმარება.


მე-11 კლასის მოსწავლეებმა, მართა ჭარბაძემ, მზეო-მარიამ გორგაძემ და თეკლა კელაურიძემ ორი თემა – "პროფესიები" და "კანონის მცველი" დაამუშავეს.

პროექტი "პროფესიები" მოსწავლეებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთან შეხვედრის საშუალებით, კარიერული ორიენტაციის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. "კანონის მცველი" კი სამართლებრივი საკითხების შესახებ ცოდნის გასაღრმავებლად ინოვაციური სამაგიდო თამაშის შექმნას მოიცავს.


პროექტები მოსწავლეებმა აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელის მარიამ დანელიას ხელმძღვანელობით მოამზადეს. მის მიზანს სკოლის საზოგადოებაში თანამშრომლობის, მხარდაჭერისა და პასუხისმგებლობის კულტურის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა წარმოადგენს.

Comentários


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page