თანამედროვე განათლების აკადემიის მეათე კლასის მოსწავლეებმა აპრილის თვის გაზეთი გამოუშვეს, რომელიც ქართველ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს, დიმიტრი ყიფიანს მიუძღვნეს. გაზეთში განთავსებული მასალების ავტორებმა უმცროსკლასელებისთვის პრეზენტაცია გამართეს და მის შინაარსსა და მუშაობის დეტალებზე ისაუბრეს.
გაზეთი ქართული ენისა და ლიტერატურის კომპლექსური დავალების ფარგლებში მომზადდა. მოსწავლეებს აკაკი წერეთლის ლექსის „განთიადი“-ს განხილვა და საჯარო გამოსვლის მომზადება დაევალათ. მომზადებული მასალები ჯერ კლასში განიხილეს, შემდეგ კი აკადემიის გაზეთში განათავსეს.
გამოცემა აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ჯულიეტა ჯანჯღავას ხელმძღვანელობით მომზადდა. მასზე მუშაობდნენ მეათე კლასის მოსწავლეები: მარიამ რურუა, ლუკა გეგეშიძე, ელენე ჯღარკავა, ირაკლი კობახიძე, ელისაბედ ფერბენქსი, თინათინ ძაპტაშვილი, ნუცა ჭელიძე, გიორგი ქაშიბაძე და ზუკა ლურსმანაშვილი.
______________
Comments