
თანამედროვე განათლების აკადემიის X კლასის მოსწავლეებმა 2024-2025 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ჰაგიოგრაფიული მწერლობის პირველი ნიმუში, „შუშანიკის წამება,“ განიხილეს. ტექსტის სიღრმისეული გააზრების შემდეგ, მათ შემოქმედებითი კონფერენციისთვის სხვადასხვა თემაზე რეფერატები მოამზადეს.
ნაშრომებში მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ისტორიული კონტექსტის ცოდნა, მიმოიხილეს შერჩეული თემის ირგვლივ არსებული თვალსაზრისები, არგუმენტირებულად განიხილეს და გადმოსცეს ტექსტში გამოყენებული შეხედულებები და მოსაზრებები, გამოკვეთეს საკუთარი თვალსაზრისი.
მოსწავლეებმა განიხილეს ტექსტის გავლენა მათ პირად აღქმაზე და იმსჯელეს, თუ რატომ არის „შუშანიკის წამება“ მნიშვნელოვანი თანამედროვე მკითხველისთვის.
ნაშრომები მოსწავლეებმა აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ჯულიეტა ჯანჯღავას ხელმძღვანელობით მოამზადეს.
აქტივობის მიზანს მოსწავლეებში ანალიტიკური უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
Comentarios