
თანამედროვე განათლების აკადემიაში მერვე და მეათე კლასის მოსწავლეებმა, გერმანულ ენაზე, საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს, რომლის თემატიკაც სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს შეეხებოდა. პრეზენტატორებმა მომზადებული მასალა თანატოლებს გაუზიარეს.
პრეზენტაციებში წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ქვეყნების წეს-ჩვეულებების, ჩაცმულობის, კულინარიისა და საქართველოსთან არსებული კავშირების შესახებ. თითოეულმა მოსწავლემ ერთი ქვეყანა შეარჩია და მის შესახებ მსმენელებს საინტერესო ფაქტები გაუზიარა.
აქტივობას ორგანიზება აკადემიის გერმანული ენის მასწავლებელმა ნათია ნანავამ გაუწია. მისი მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ენობრივი უნარების გაღრმავებაში ხელშეწყობა, კულტურული ცნობიერების ამაღლება და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
Comments