top of page

“Technovation Girls” გამარჯვებული გუნდის პრეზენტაცია




საერთაშორისო კონკურსის - “Technovation Girls” ქართულ ფინალში გამარჯვებული მოსწავლეების გუნდმა, თანამედროვე განათლების აკადემიაში, პრეზენტაცია გამართა, რომელსაც მასწავლებლები და V-X კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. ბავშვებმა აუდიტორიას კონკურსის შესახებ უამბეს და მათ თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

 

თანამედროვე განათლების აკადემიის დირექტორმა, დავით მალაზონიამ გამარჯვებული მოსწავლეების გუნდსა და მის მენტორს თამთა წუწუნავას, აკადემიის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელები გადასცა.

 

Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება და გულისხმობს გოგონების მომზადებას პროგრამირებასა და მეწარმეობაში, მათ გარშემო არსებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიური გზის საპოვნელად.

 

პროექტის ფარგლებში მონაწილეები ტექნოლოგიური პროდუქტების შემუშავებას სწავლობენ და გუნდურად ქმნიან მობილური აპლიკაციის ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპებს თემის პრობლემების გადასაწყვეტად.

______________

Comments


bottom of page