top of page

IX კლასის მოსწავლეების დისკუსია საბჭოთა ტოტალიტარიზმის თემაზე

  • Writer: CEA
    CEA
  • Apr 24, 2024
  • 1 min read

Updated: Apr 30, 2024

თანამედროვე განათლების აკადემიაში, IX კლასელების მონაწილეობით საკლასო აქტივობა მოეწყო. მოსწავლეებს ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ წაკითხვა და ამავე სახელწოდების ფილმის ნახვა დაევალათ, შემდეგ კი მწერლის სატირული ალეგორია კლასში განიხილეს და მის შინაარსზე დისკუსია გამართეს.


ახალგაზრდებმა „ცხოველების ფერმაში“ განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს და მასში არსებული საბჭოთა ტოტალიტარიზმის პარალელები განიხილეს.


დისკუსიას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ჟულიეტ ჯანჯღავამ უხელმძღვანელა. აქტივობა მისი და ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელის ნინო მიმინოშვილის ერთობლივი პროექტის - „შეხვედრა წარსულთან“ ფარგლებში განხორციელდა.

______________

Comentários


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page