top of page

IV ბ კლასის საახალწლო აქტივობა და საქველმოქმედო ინიციატივა

თანამედროვე განათლების აკადემიის მეოთხე ბ კლასის მოსწავლეებმა მშობლები განსხვავებულ საახალწლო აქტივობაზე მოიწვიეს. „კრეატიული წიგნიერების“ ფარგლებში წაკითხული მორიგი წიგნიდან – სვენ ნურდავისტის „პეტსონი და ფინდუსი“, მოსწავლეებმა ნაწყვეტი შეარჩიეს და გაახმოვანეს. საშობაო თემატიკის გათვალისწინებით, წიგნი შესაბამისად დაასათაურეს – „როგორ შეხვდა პეტსონი შობას“. წიგნის პრეზენტაციამ შესანიშნავად ჩაიარა და აუდიტორიის მოწონებაც დაიმსახურა.


აქტივობის მეორე ნაწილში, აკადემიის შიდა სივრცეში, ყოველწლიური საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, სადაც ბავშვებისა და მათი მშობლების მიერ ერთად შექმნილი ნივთები გამოიფინა. საქველმოქმედო აქტივობაზე მოსწავლეებმა „ზაქარას კეთილი მანქანა“ მოიწვიეს, რომელსაც დღის ბოლოს, გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაეცა. აღნიშნული თანხით, მიუსაფარი ცხოველებისთვის, სახლები დამზადდება, რაც მათ ზამთრის სიცივის გადატანაში დაეხმარება.


IV კლასის მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობები კლასის დამრიგებლის, მანანა მაისურაძის ინიციატივითა და ორგანიზებით მომზადდა. მას მხარს უჭერდნენ ასისტენტი, ელენე წერეთელი და აკადემიის ხელოვნების მასწავლებელი, ნინო იოვაშვილი. ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მშობლებმა, რისთვისაც მათ და აქტივობის ორგანიზატორებს აკადემიის სახელით მადლობას ვუხდით!

Commenti


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page