top of page

IV ა კლასის გამოსაშვები აქტივობა

  • Writer: CEA
    CEA
  • Jul 12, 2024
  • 1 min read

Updated: Jul 15, 2024

თანამედროვე განათლების აკადემიის IV ა კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წლის ბოლოს, საინტერესო და განსხვავებული აქტივობა შემოგვთავაზეს. ჯანსაღი ცხოვრების წესის თემაზე მომზადებული პროექტის ფარგლებში, ბავშვებმა წარმოსახვით ფერმაში გვამოგზაურეს და ჯანსაღი საკვების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილეს არაჯანსაღი პროდუქტების მავნებლობასა და სასმელი წყლის მიღების აუცილებლობაზე.

 

ინფორმაციული ექსკურსის შემდეგ, მოსწავლეებმა სახალისო დავალებები შეასრულეს: ბავშვებს წარმოსახვითი მარკეტიდან ჯანსაღი პროდუქტების შეძენა დაევალათ. ასევე, უნდა შეევსოთ თეფშები პროდუქტებით, რომელიც შეიცავდა ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებსა და სხვადასხვა ვიტამინს. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა შემოგვთავაზეს მუსიკალური ნომრებიც.

 

პროექტი კლასის დამრიგებელმა ნინელი ნეფარიძემ ასისტენტის, თამარ გაფრინდაშვილის მხარდაჭერით განახორციელა. ღონისძიებას მოსწავლეების მშობლები და აკადემიის თანამშრომლები დაესწრნენ. მუსიკალურ გაფორმებაზე მუსიკის მასწავლებელმა ანა მაისურაძემ იზრუნა.

______________

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page