top of page

III ბ კლასის ჩრდილების თეატრი

  • Writer: CEA
    CEA
  • Jul 12, 2024
  • 1 min read

Updated: Jul 15, 2024

თანამედროვე განათლების აკადემიის მესამე ბ კლასის მოსწავლეებმა ჩრდილების თეატრი წარმოადგინეს. ბავშვები ჯგუფებად გადანაწილდნენ და მოიფიქრეს სცენარი, რომლის მიხედვითაც პერსონაჟების გამოსახულებები დაამზადეს. თითოეულმა ჯგუფმა ღონისძიებაზე თითო სიუჟეტი შემოგვთავაზა.

 

ჩრდილების თეატრი ქართული ენისა და ლიტერატურის, ბუნებისმეტყველებისა და ხელოვნების საგნის მასწავლებლების ერთობლივი პროექტია. ღონისძიებას ორგანიზება კლასის ხელმძღვანელმა მანანა მაისურაძემ და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა ნინო იოვაშვილმა გაუწიეს. მუსიკალურ გაფორმებაზე აკადემიის მუსიკის მასწავლებელმა, ანა მაისურაძემ იზრუნა.

______________

Comentarios


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page