
თანამედროვე განათლების აკადემიის მესამე ბ კლასის მოსწავლეებმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვიეს და საახალწლოდ ხელმოკლე თანატოლების გახარებაზე იზრუნეს. პატარა ქველმოქმედებმა საკლასო ოთახში სხვადასხვა ნივთი და ტკბილეული მოაგროვეს, თავადვე დაახარისხეს, წერილებიც დაწერეს და ბავშვებისთვის ასოციაცია „SOS ბავშვთა სოფელს“ გადასცეს.
„SOS ბავშვთა სოფელი“ საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს. ასოციაცია სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარება, რათა მათ საკუთარ შვილებზე ზრუნვა შეძლონ. პატარა აკადემიელების საჩუქრებს ორგანიზაცია ბავშვებს საქართველოს მასშტაბით გაუნაწილებს.
საქველმოქმედო აქტივობის გამართვის იდეა მესამე ბ კლასის მოსწავლეებს ეკუთვნით, რომელიც კლასის დამრიგებელმა, ნია ყანჩაველმა ასისტენტთან, გიორგი ნონიკაშვილთან ერთად დააორგანიზა. მოსწავლეებთან ერთად აქციაში აქტიურად ჩაერთნენ მათი მშობლები.
Comments