top of page

II კლასების შემაჯამებელი აქტივობა

თანამედროვე განათლების აკადემიაში, მეორე ა, ბ და გ კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ჯგუფებად გადანაწილებულმა მოსწავლეებმა დავალებები ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, ინგლისური ენისა და მუსიკის საგნებიდან შეასრულეს. მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ სასწავლო წლის განმავლობაში გავლილი მასალა გაეხსენებინათ, ჯგუფური სამუშაოები შეესრულებინათ და სწორ პასუხამდე ერთობლივი გადაწყვეტილებით მისულიყვნენ.

 

შემაჯამებელი აქტივობა მეორე კლასის დამრიგებლების - ხატია ბექაურის, ნია ყანჩაველისა და ნათია კოხოძის ორგანიზებით და ასისტენტების - ქრისტინე გოგუაძის, გიორგი ნონიკაშვილისა და ნინო ჭუმბურიძის დახმარებით გაიმართა.

______________

תגובות


bottom of page