top of page

II ბ კლასი სტუმრად სიღნაღის მუზეუმში

თანამედროვე განათლების აკადემიის VII ბ კლასის მოსწავლეები სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს სტუმრობდნენ. ბავშვებმა არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული დარბაზები მოინახულეს. დაათვალიერეს დროებითი გამოფენებისთვის განკუთვნილი სივრცეც, სადაც ამჯერად, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდში დაცული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები იყო გამოფენილი. ასევე, ესტუმრნენ მუზეუმშივე განთავსებულ სახვითი ხელოვნების გალერეას, სადაც ნიკო ფიროსმანის ორიგინალი ნახატებია წარმოდგენილი. გარდა ამისა, მოინახულეს დარბაზი, სადაც გამოფენილი იყო ნიმუშები თემაზე: „ბავშვები სახვით ხელოვნებაში“.

 

მოსწავლეებისათვის მუზეუმში სტუმრობა საინტერესო აღმოჩნდა. მათ მოისმინეს ინფორმაცია დარბაზებში გამოფენილ ექსპონატებსა და ნამუშევრებზე და მათ შესახებ ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გაიგეს. მუზეუმიდან დაბრუნების შემდეგ თემაზე: „ბავშვები ლიტერატურაში'' დისკუსია მოაწყვეს.

 

აქტივობა აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნათია ფალიანის ინიციატივითა და კლასის ტუტორის, მაგული კრასოტკინის მხარდაჭერით განხორციელდა. ექსკურსიაზე მოსწავლეებს თან ახლდა აკადემიის ფსიქოლოგი, თეონა ბოგველი, რომელიც ბავშვების ფსიქოემოციურ მდგომარეობას განსხვავებულ გარემოში დააკვირდა.

______________

Comments


bottom of page