I გ კლასის მოსწავლეებმა გაკვეთილზე აკადემიის ექიმს უმასპინძლეს
- CEA
- Mar 30, 2023
- 1 min read
Updated: Apr 5, 2023

თანამედროვე განათლების აკადემიის I გ კლასის მოსწავლეებს ბუნებისმეტყველების გაკვეთილი განსხვავებულ ფორმატში ჩაუტარდათ. მასწავლებლის, ნათია ჩუბინიძის დახმარებით, მათ კლასში აკადემიის ექიმი თამარ გეგიაძე მიიწვიეს და თემა: „ექიმი და წამლები“ განიხილეს.
მოსწავლეებმა მკურნალობასთან, ჯანმრთელობასა და წამლებთან დაკავშირებული კითხვები დასვეს. გაიაზრეს ექიმის მნიშვნელობა და საჭიროება, გაეცნენ წამლების უსაფრთხოდ მოხმარების წესებს.
შემდეგ პატარებმა მონაწილეობა მიიღეს როლურ თამაშში. მათ მონაცვლეობით მოირგეს ექიმის, პაციენტის, ფარმაცევტისა და მომხმარებლის როლები.
Commentaires