თანამედროვე განათლების აკადემიის IV ბ კლასის მოსწავლეებმა გამოსაშვები ღონისძიება გამართეს. ბავშვებმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „ჰელადოსი“ წარმოადგინეს. უბნის ყოჩისა და მისი თანამოაზრეების, ჯემალისა და დეიდის ოჯახის წევრების, იანგულის შეყვარებულისა და სხვა პერსონაჟების როლები ბავშვებმა საუცხოოდ შეასრულეს. სახალისო და სენტიმენტალური მომენტებით სპექტაკლმა მოწვეული სტუმრების აღფრთოვანება გამოიწვია.
სცენარის მიხედვით, მოქმედება სოხუმში ვითარდება, სადაც ორი მოზარდი - ბერძენი იანგული და თბილისელი ჯემალი თვითდამკვიდრებისთვის იბრძვის. თუმცა მათი პაექრობა ადამიანურობის საზღვრებს არასდროს სცდება და საბოლოოდ ისინი მეგობრები ხდებიან.
თეატრალური წარმოდგენის დასრულების შემდეგ, დამრიგებელმა ნატო მეფარიშვილმა, ოთხი კლასის წარმატებით დასრულებისთვის, ყველა მოსწავლეს სერტიფიკატები გადასცა. გარდა ამისა, სასკოლო ღონისძიებებში აქტიურად ჩართვისთვის, მადლობის სიგელები მიიღეს ბავშვების მშობლებმაც.
სპექტაკლი, კლასის დამრიგებლის ინიციატივითა და ასისტენტის, ქეთი ბარბაქაძის დახმარებით, მოწვეულმა რეჟისორმა მაკა ჭუმბურიძემ დადგა. მუსიკალურ ნომრებზე აკადემიის მუსიკის მასწავლებელმა ანა მაისურაძემ იმუშავა.
______________
Comments