top of page

CEA-ს მოსწავლეები Diamond Challenge-ის ფინალში



თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებმა საერთაშორისო კონკურსის "ბრილიანტის გამოწვევის" (Diamond Challenge) ფინალურ შეხვედრაზე თავიანთი ბიზნესიდეები წარადგინეს. 10 ფინალისტ გუნდს შორის კონკურსში ორი გუნდი აკადემიის სახელით მონაწილეობდა, რომელიც მეცხრე და მეათეკლასელებით იყო დაკომპლექტებული. მოსწავლეებმა პრეზენტაცია არაჩვეულებრივად წარადგინეს.


ჟიურის გადაწყვეტილებით, „ბრილიანტის გამოწვევის“ გამარჯვებული ბოლნისის საჯარო სკოლის გუნდი გახდა, რომელიც ბიზნესიდეას, საქართველოს სახელით, ამერიკის შეერთებულ შტატებში წარადგენს.


თანამედროვე განათლების აკადემიის გუნდებს მათემატიკის მასწავლებლები: მირანდა გაბრიჭიძე და გიორგი კაკოჩაშვილი ხელმძღვანელობენ.


ამერიკის დელავერის შტატის უნივერსიტეტის მეწარმეობის პროგრამა "ბრილიანტის გამოწვევა" სიქასა და EMT-ის მიერ 2014 წლიდან ტარდება. კონკურსი 14-18 წლის მოსწავლეებზეა გათვლილი, რომლებსაც საინტერესო ბიზნესიდეების მოფიქრება შეუძლიათ.


შეგახსენებთ, რომ 2021 წელს, აკადემიის მოსწავლეების გუნდის ბიზნესიდეამ, მსოფლიოს ყველა კონტინენტის ქვეყნებს შორის, საუკეთესო შეფასება მიიღო და „Diamond Challenge“-ის გამარჯვებული გახდა.

______________


bottom of page