top of page

CEA-ში ჰელოუინი აღინიშნა


თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებმა ჰელოუინი იზეიმეს. დღესასწაულისთვის ბავშვებმა საკლასო ოთახები წინა დღით მორთეს. მომდევნო დღეს კი ისინი სხვადასხვა პერსონაჟის ტანსაცმელში გამოეწყვნენ და ერთმანეთს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. დღესასწაულს შეუერთდა თანამშრომლების ნაწილიც.


ჰელოუინი ყოველი წლის 31 ოქტომბერს აღინიშნება, რა დროსაც სხვადასხვა ღონისძიება და თამაში იმართება. ეწყობა კოსტიუმირებული წვეულებები, საშინელებათა ჟანრის ფილმების ჩვენება და განხილვა.


დღესასწაულის მთავარი ატრიბუტი გოგრაა, რომელსაც შიგნიდან ასუფთავებენ და თვალებსა და პირს უჭრიან.


ჰელოუინის აღნიშვნის ტრადიცია მსოფლიოს ქვეყნებში XX საუკუნეში გავრცელდა. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool www.cea.ge

コメント


bottom of page