top of page

CEA-ში, ქალთა უფლებების თემაზე, გაზეთი გამოიცა


თანამედროვე განათლების აკადემიაში, ქალთა უფლებების თემაზე, გაზეთი გამოიცა, რომლის მასალებზეც მეშვიდე, მერვე და მეათე კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს. რედაქტორი მერვეკლასელი მარიამ რურუაა.


გაზეთში მოცემულია ქალთა უფლებები წლების მიხედვით, განსაზღვრულია თუ რომელ წელს რისი უფლება მიენიჭათ მათ. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია გამომგონებელ ქალებზე, რომელთაც ტექნოლოგიური მიმართულებით აქვთ მიღწევები.

მარტის თვის ნომერი სამოქალაქო განათლების მასწავლებლის შორენა ტაბატაძის ხელმძღვანელობით გამოიცა.


პირველი, თებერვლის თვის ნომერი ოკუპაციის თემას მიეძღვნა და მოსწავლეებმა მასალები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ჯულიეტა ჯანჯღავას დახმარებით მოამზადეს.

უკვე მუშავდება აპრილის ნომერიც, რომლის მთავარი თემა გარემოსდაცვითი საკითხები იქნება. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page