top of page

CEA-ში ფრანკოფონიის დღეები აღინიშნა


მარტის თვეში მსოფლიო ფრანკოფონიის დღეებს ზეიმობს. ფრანგული კულტურის დღე აღინიშნა თანამედროვე განათლების აკადემიაშიც. მესამე, მეშვიდე, მერვე და მეათე კლასის მოსწავლეებმა ფრანგულენოვანი სიმღერები შეასრულეს და თანატოლებს საფრანგეთის შესახებ ინფორმაცია ფრანგულ და ქართულ ენაზე მიაწოდეს. ღონისძიებას ორგანიზება ფრანგული ენის მასწავლებლებმა: ხათუნა მელიქიშვილმა და ანა კანკაძემ გაუწიეს.


ფრანკოფონული თანამშრომლობის პირველი სააგენტო 1970 წლის 20 მარტს შეიქმნა. მოგვიანებით კი იგი ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციად (OIF) ჩამოყალიბდა, რომელიც 70-მდე ქვეყანას აერთიანებს. საქართველო ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრი ქვეყანაა. შესაბამისად, ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაულის აღნიშვნა ჩვენს ქვეყანაშიც ტრადიციად იქცა.

______________

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page