top of page

CEA-ში სკოლებს შორის ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართება

  • Writer: CEA
    CEA
  • Dec 11, 2023
  • 1 min read



თანამედროვე განათლების აკადემიაში, სკოლებს შორის ჭადრაკის ჩემპიონატში მონაწილე გუნდის წევრთა შესარჩევი ტურნირი გაიმართა. სპორტული აქტივობა კლასების მიხედვით, სამ ეტაპად ჩატარდა.

 

ტურნირის პირველ ეტაპზე V-VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მეორე ეტაპზე - VII, VIII და IX კლასელები, ხოლო მესამე ეტაპზე X და XI კლასის მოსწავლეები.

 

შესარჩევი ტურნირის ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც სკოლებს შორის ჭადრაკის ჩემპიონატში აკადემიის გუნდის სახელით იასპარეზებენ:


   • ნიკოლოზ კელაურიძე - VI ა კლასი;

   • დავით ზავრაშვილი - VI ა კლასი;

   • გიორგი მხეიძე - VII ბ კლასი

   • გიორგი სვანაძე - VIII დ კლასი.

   • დემეტრე ჯაფარიძე - X კლასი;

   • ნიკოლოზ ტოგონიძე - X კლასი.


 სკოლებს შორის ჭადრაკის ჩემპიონატი თანამედროვე განათლების აკადემიაში 13 დეკემბერს გაიმართება. სპორტულ აქტივობას ორგანიზებას აკადემიის მათემატიკის მასწავლებლები: მირანდა გაბრიჭიძე და გიორგი კაკოჩაშვილი უწევენ.

______________

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page