top of page

CEA-ში მუსიკის საერთაშორისო დღე აღინიშნა


1-ლი ოქტომბერი მუსიკის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, თანამედროვე განათლების აკადემიის მე-7 ა კლასში საგაკვეთილო პროცესი განსხვავებული ფორმატით წარიმართა. მოსწავლეებს მუსიკის მნიშვნელობაზე პრეზენტაციის მომზადება დაევალათ. ბავშვებმა დავალებაზე, ძირითადად, ჯგუფურად იმუშავეს და საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს, რა როლი აქვს მუსიკას ადამიანის ცხოვრებაში, რაში გვეხმარება და რა ჟანრის შეიძლება იყოს იგი.


აქტივობა აკადემიის მუსიკის მასწავლებლის, ანა მაისურაძის ორგანიზებით განხორციელდა.

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page