top of page

CEA-ში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნა

  • Writer: CEA
    CEA
  • Feb 13, 2024
  • 1 min read


11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით თანამედროვე განათლების აკადემიაში ვიქტორინა გაიმართა. მასში მონაწილეობა მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. თითოეული კლასიდან თითო გუნდი იყო წარმოდგენილი. ვიქტორინის კითხვები ქალ მეცნიერთა საქმიანობას შეეხებოდა.


მერვე კლასის სამივე გუნდმა თანაბარი ქულები დააგროვა, ამიტომ მათ შორის დამატებითი ტურის გამართვა აუცილებელი გახდა. მოსწავლეებმა საკუთარი გუნდიდან თითო წარმომადგენელი შეარჩიეს, რომელთაც გადამწყვეტი კითხვებისთვის უნდა ეპასუხათ. ვიქტორინაში საბოლოო გამარჯვება მერვე ა კლასის გუნდმა მოიპოვა.


 აქტივობა აკადემიის ფიზიკის მასწავლებლის ნინო ქემოკლიძის ორგანიზებითა და მოსწავლეთა თვითმმართველობის მდივნის ნატალია რუხაძის მხარდაჭერით გაიმართა.

 მეცნიერ ქალთა და გოგონათა დღედ 11 თებერვალი გაერომ 2015 წლის 22 დეკემბერს გამოაცხადა.

______________

Opmerkingen


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page