top of page

CEA-ში "მერცხლების" ნამუშევრების პრეზენტაცია მოეწყო

  • Writer: CEA
    CEA
  • May 3, 2023
  • 1 min read

Updated: May 10, 2023


თანამედროვე განათლების აკადემიის ფრესქულის ჯგუფმა „მერცხლები“ მშობლებს პრეზენტაციაზე უმასპინძლა. პატარებმა აღმზრდელ-პედაგოგების, ნესტან გოლეთიანისა და თეონა იკაშვილის დახმარებით, საკუთარი ნამუშევრები: თიხის ჭურჭელი, წიგნები და ნაჭრის თოჯინები წარმოადგინეს.


აღსაზრდელებმა ნივთების დამზადების ტექნოლოგია შეისწავლეს და აღმზრდელ-პედაგოგებისგან თითოეულის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიიღეს.


პრეზენტაციის შემდეგ, პატარებმა მშობლებს სახალისო თამაში შესთავაზეს. ბავშვებმა კონკრეტული ნივთი აღწერეს და მშობლებს უნდა გამოეცნოთ რაზე იყო საუბარი. შემდეგ კი დახასიათების მიხედვით, თითოეული ნივთი ნახატის სახით ფურცელზე უნდა გადაეტანათ. მშობლების ნამუშევრები ბავშვებმა შეაფასეს და გამარჯვებულიც გამოავლინეს.

______________

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page