თანამედროვე განათლების აკადემიაში მასწავლებლის ეროვნული დღე ღონისძიებით აღინიშნა. ბიბლიოთეკაში შეკრებილ მასწავლებლებს აკადემიის დირექტორმა დავით მალაზონიამ სიტყვით მიმართა და მათ პროფესიული დღე მიულოცა.
საღამო მოსწავლეებმა გააგრძელეს: მეთერთმეტეკლასელმა მიხეილ კოპაძემ ლექსები წაიკითხა, ხოლო მერვეკლასელმა გურამ გორგაძემ მასწავლებლებისთვის პიანინოზე ლამაზი ნაწარმოები შეასრულა. ღონისძიებაში ჩაერთნენ მასწავლებლებიც, რომლებმაც ქართული და უცხოური სიმღერები იმღერეს.
პარალელურად გაიმართა გამოფენა, სადაც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ნამუშევრები გამოიფინა. ბავშვებმა ამ დღისთვის თავიანთი საყვარელი მასწავლებლები დახატეს. ასევე, წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ დაწერილი ესეებიც.
დღესვე განხორციელდა აქტივობა „ამოიცანი შენი მასწავლებელი“, სადაც აკადემიელების პატარაობის ფოტოები გამოიფინა და მათ ამოცნობას მოსწავლეები შეეცადნენ.
მთელი კვირის მანძილზე მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში არაერთი სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო აქტივობა გაიმართა: ჩატარდა ტურნირი მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის მინი-ფეხბურთსა და ფრენბურთში. გარდა ამისა, ერთი დღით მოსწავლეებმა მასწავლებლების როლები მოირგეს და უმცროსკლასელებს სხვადასხვა საგანში გაკვეთილი ჩაუტარეს.
თანამედროვე განათლების აკადემია ულოცავს მასწავლებლებს პროფესიულ დღეს და მადლობას უხდის მათ მოსწავლეთა განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool
Comments