CEA-ში ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა
- CEA
- Apr 7
- 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიაში ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა. შიდასასკოლო ჩემპიონატში მონაწილეობა აკადემიელებმა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით მიიღეს. ტურნირში ჩაერთნენ, IV, V, VI, VII, VIII და IX კლასის მოსწავლეები.
წესების მიხედვით, თითოეული გუნდი 5 წევრისგან შედგებოდა. თამაშში დაისვა 15 შეკითხვა, აქედან მერვე კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ გუნდის კაპიტნებს მოუწიათ. გამარჯვებული გუნდები მაქსიმალური ქულების მიხედვით გამოვლინდნენ.
პირველ ასაკობრივ კატეგორიაში, რომელშიც აკადემიის IV და V კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ყველაზე მაღალი - 72 ქულა დააგროვა V ა კლასის გუნდმა „NNLTV“ (გუნდის წევრები: ნუცა ჭუმბურიძე, ვიკა თუშიშვილი, ნინია ოთარაშვილი, თუთა ბარათაშვილი, ლიზიკო ჭრიკიშვილი).
მეორე ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობდნენ VI, VII და VIII კლასის მოსწავლეები. მათ შორის ყველაზე მეტი - 71 ქულა ორმა გუნდმა მოიპოვა: VIII ა კლასის გუნდმა „ჩვენი კლასი“ (გუნდის წევრები: ომარ ნიკოლეიშვილი, ზუკა წულუკიძე, გიორგი თუთარაშვილი, ზაზა კიკნაძე, ალექსანდრე მირუაშვილი, კონსტანტინე შაფათავა) და VIII ბ კლასის გუნდმა „ბასკვინჩო“ (წევრები: ანასტასია დაბრუნდაშვილი, სალომე თევდორაშვილი, ანი ბერიძე, ელენე მღებრიშვილი, მარიამ ცეცხლაძე, ნიკა მეტრეველი, ანასტასია ჩხეიძე).
მესამე ასაკობრივ კატეგორიაში მეცხრე ბ და დ კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. ყველაზე მაღალი - 61 ქულა დააგროვა IX ბ კლასის გუნდმა „ტრიცერატოფსი“ (გუნდის წევრები: მარიამ რობიტაშვილი, ნიტა რაზმაძე, ნატალი ხარატოვა, ნინო ბოკუჩავა, ირინა ელიაშვილი).
გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მეორე ეტაპის ჩემპიონატში მიიღებენ. „საქალაქო პირველობა“ 6 აპრილს არის დაგეგმილი. მომდევნო ეტაპი - „რეგიონული პირველობაა“, რის შემდეგაც გაიმართება ფინალი. ფინალურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.
თანამედროვე განათლების აკადემია ულოცავს შიდა სასკოლო ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს გამარჯვებას და მომავალ ეტაპზეც წარმატებებს უსურვებს!
Comments