top of page

CEA-ში ბოლო ზარი დაირეკა

  • Writer: CEA
    CEA
  • Jun 2
  • 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიაში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. მათთვის ცხოვრების საინტერესო ეტაპი დაიწყო, ახალი გამოწვევებითა და შესაძლებლობებით სავსე.


საზეიმო ცერემონიაზე, მოსწავლეებსა და მოწვეულ სტუმრებს, სიტყვით აკადემიის დირექტორმა დავით მალაზონიამ, მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა მიმართეს.


ღონისძიებაზე მოწვეული იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელმაც მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ღონისძიების დასასრულს დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა. თანამედროვე განათლების აკადემიისგან, თითოეულმა მოსწავლემ 12 კლასის წარმატებით დამთავრების დამადასტურებელი დიპლომი მიიღო.


თანამედროვე განათლების აკადემიის სახელით, ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს სკოლის დასრულებას. გვჯერა, რომ ისინი სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლიან!

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page