top of page

CEA-ში ბედნიერების დღე იზეიმეს


თანამედროვე განათლების აკადემიაში, ბედნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სახის აქტივობა ჩატარდა. მოსწავლეებმა ბედნიერების მნიშვნელობა განმარტეს, თავიანთი აზრები ბარათებზე გადაიტანეს და საჯარო სივრცეში განათავსეს. შემდეგ კი ბავშვები ერთმანეთს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

 

ღონისძიება მუსიკალური ნომრებით გაგრძელდა. მოსწავლეებმა, კლასების მიხედვით, ბედნიერების თემაზე, თითო-თითო სიმღერა წარმოადგინეს. მეხუთე ბ კლასმა კი აქტივობა ცეკვებით გაამრავალფეროვნა.

 

საინტერესო იყო მეექვსეკლასელების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია, რომლებმაც ბედნიერების მნიშვნელობა ქართულ და ინგლისურ ენებზე განმარტეს.

 

მერვეკლასელებმა ბედნიერებისა და ჯანმრთელობის ერთობლიობაზე ისაუბრეს და აუდიტორიას თემაზე საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს. მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა კი წინასწარ ჩაწერილი ინტერვიუები წარმოადგინეს, სადაც აკადემიელები ბედნიერების მნიშვნელობას განმარტავდნენ.

 

ღონისძიება მერვე კლასის მოსწავლემ გურამ გორგაძემ მუსიკალური კომპოზიციით გააგრძელა.

 

ბედნიერების დღისადმი მიძღვნილი აქტივობა მასწავლებლებმა დაასრულეს, რომლებმაც სიმღერა: „What A Wonderful World“ შეასრულეს.


ღონისძიება აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებლის მანანა ჭყონიას ორგანიზებით გაიმართა. აქტივობების განხორციელებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს, კლასის ხელმძღვანელებმა, მუსიკის მასწავლებლებმა: ირინა ჭანიშვილმა და ანა მაისურაძემ, ხელოვნების მასწავლებელმა ნინო იოვაშვილმა, ასისტენტებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა. ღონისძიება მეთერთმეტეკლასელმა ნატალია რუხაძემ წაიყვანა.


თანამედროვე განათლების აკადემია მადლობას უხდის ბედნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში მონაწილე ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს!

______________

Comments


bottom of page