top of page

CEA-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

  • Writer: CEA
    CEA
  • Sep 17
  • 1 min read

Updated: Oct 7


ree

თანამედროვე განათლების აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სკოლა განსაკუთრებულად დახვდა პირველკლასელებს. მათ საზეიმო განწყობა ადმინისტრაციამ მოწვეული დრამერების გუნდისა და დამრიგებლების დახმარებით შეუქმნა. ღონისძიების მიზანი პატარებისთვის სკოლაში პირველი დღის გამრავალფეროვნება და სასიამოვნო შთაბეჭდილებების შექმნა იყო.


პირველკლასელებს აკადემიის დირექტორმა დავით მალაზონიამ სიტყვით მიმართა, პატარებს წარმატებები უსურვა და მათ კლასის დამრიგებლები წარუდგინა.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს აკადემიისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.


თანამედროვე განათლების აკადემია გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს გისურვებთ!

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page