top of page

CEA-ში ანა კალანდაძის შემოქმედება გაიხსენეს

თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ქართველი პოეტის, ანა კალანდაძის შემოქმედება გაიხსენეს. აკადემიელებმა „პოეზიის დედოფლად“ წოდებული ქალი პოეტის შესახებ ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს მის მიერ შეტანილ წვლილზე ქართულ პოეზიაში.  შემდეგ კი მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ანა კალანდაძის ლექსები წაიკითხეს. აქტივობა პოეტის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

 

ანა კალანდაძე 1924 წლის 15 დეკემბერს, ოზურგეთში დაიბადა. მისი შემოქმედება ქართული ლირიკული პოეზიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად ითვლება. პოეტური კარიერა 1940-იან წლებში დაიწყო და მალევე დაიმკვიდრა თავი, როგორც გამორჩეულმა ლირიკოსმა. მისი შემოქმედება გამოირჩევა ღრმა ემოციებით, ბუნების სილამაზისადმი სიყვარულითა და ეროვნული თემატიკით. მისი ლექსები არა მარტო ქართული პოეზიის კლასიკადაა მიჩნეული, არამედ ნათარგმნია სხვადასხვა ენაზე.

 

მთელი თავისი ცხოვრება ანა კალანდაძემ ქართული კულტურისა და პოეზიის გაძლიერებას დაუთმო, რის გამოც იგი დღემდე ერთ-ერთ საყვარელ და პატივსაცემ პოეტად ითვლება.

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page