CEA-ს IV კლასის მოსწავლეები ბიბლიოთეკის მუშაობის პრინციპებს გაეცნენ
- CEA
- Jan 23
- 1 min read
Updated: Feb 20

თანამედროვე განათლების აკადემიის მეოთხე ბ კლასის მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელთან, მანანა მაისურაძესთან ერთად, აკადემიის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი მოსწავლეებისთვის მისი მნიშვნელობისა და ფუნქციების გაცნობა იყო.
ბიბლიოთეკარმა ნინო ჯაფარიძემ ბავშვებს ბიბლიოთეკის მნიშვნელობა და ფუნქციები გააცნო. მათ დეტალურად აუხსნა, რა არის ბიბლიოთეკა და რას ნიშნავს მისი აბონემენტი. მოსწავლეებმა, ასევე, მიიღეს ინფორმაცია წიგნის სატიტულო გვერდის შესახებ და გაიგეს როგორ ხდება იშვიათი და ძვირფასი წიგნების დაცვა ბიბლიოთეკაში.
შეხვედრის ფარგლებში, ბავშვებმა განიხილეს „ვეფხისტყაოსნის“ ახალი საბავშვო გამოცემა, რომელიც კომიქსის სახით არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, ისაუბრეს ბიბლიოთეკის მომსახურებაზე, მათ შორის წიგნების გატანისა და დაბრუნების პროცედურებზე, მკითხველის ბარათებზე, ვადებზე და ელექტრონულ კატალოგზე.
მოსწავლეებმა აქტიურად დასვეს კითხვები ბიბლიოთეკის როლსა და წიგნების დამუშავების პროცესზე. შეხვედრის დასასრულს ერთობლივად დაგეგმეს მათთვის საინტერესო ახალი წიგნების შეძენა, რომელიც ბიბლიოთეკის ფონდს კიდევ უფრო გაამდიდრებს.
______________
Comments