top of page

CEA-ს III კლასის მოსწავლეები 112-ს ესტუმრნენ

  • Writer: CEA
    CEA
  • Apr 7
  • 1 min read

Updated: 5 days ago

თანამედროვე განათლების აკადემიის მესამე ბ კლასის მოსწავლეები 112-ს ესტუმრნენ!


ვიზიტის ფარგლებში, ბავშვებს მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა, როგორ უნდა ითანამშრომლონ ოპერატორთან და რა ნომერზე უნდა დარეკონ საჭიროებისას.


მოსწავლეებს, ასევე, გააცნეს არამიზნობრივი ზარების საფრთხეები და ცრუ ზარების შემთხვევაში მოქმედი სანქციები.


ინფორმაციის მიღების შემდეგ, ბავშვებს საჩუქრად საინფორმაციო ბროშურები გადაეცათ.


ვიზიტის ბოლოს, მოსწავლეებმა დაათვალიერეს 112-ის შენობა და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.


112-ში სტუმრობა "მე და საზოგადოების" საგნის ფარგლებში განხორციელდა, ხოლო ვიზიტი კლასის ხელმძღვანელმა, ნია ყანჩაველმა დააორგანიზა.

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page