CEA-ს „ფუტკრებმა“ თოჯინების თეატრი გამართეს
- CEA
- Mar 24
- 1 min read
Updated: Apr 7

თანამედროვე განათლების აკადემიის ფრესქულის ჯგუფის „ფუტკრების“ აღსაზრდელებმა მშობლები თოჯინების თეატრზე მოიწვიეს. პატარებმა ყველასთვის საყვარელი ზღაპარი – „რწყილი და ჭიანჭველა“ წარმოადგინეს. ბავშვებმა შესაბამისი თოჯინების დახმარებით, პერსონაჟები რიგ-რიგობით გაახმოვანეს.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ აღსაზრდელებმა თემატური სიმღერა შეასრულეს, რომლის მომზადებაშიც მათ აკადემიის საბავშვო ბაღის მუსიკის მასწავლებელი მაკა მეგრელიშვილი დაეხმარა.
თოჯინების თეატრის დადგმა და ორგანიზება ჯგუფის აღმზრდელებმა – ნესტან გოლეთიანმა და სოფია კობიაშვილმა უზრუნველყვეს.
თეატრალურმა წარმოდგენამ მშობლების მოწონება დაიმსახურა, რომლებმაც პატარა მსახიობები აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.
Comments