CEA-ს "ფუტკრებმა" ემოციების თემაზე ორცხობილები გამოაცხვეს
- CEA
- Oct 11, 2024
- 1 min read
Updated: Oct 18, 2024

თანამედროვე განათლების აკადემიის ფრესქულის ჯგუფის „ფუტკრების“ აღსაზრდელებმა ახალი თემა - „ემოციები“ შეისწავლეს. პატარებმა ადამიანის სხვადასხვა ემოციის შესახებ აღმზრდელებისგან ინფორმაცია მიიღეს და მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს.
თემაზე მუშაობა ბავშვებმა კულინარიული კუთხით დაასრულეს. აღმზრდელების, ნესტან გოლეთიანისა და სოფია კობიაშვილის დახმარებით, პატარებმა ორცხობილების ცომი მოამზადეს, რომელსაც ღიმილების ფორმა მისცეს და გამოაცხვეს.
ბავშვებმა ამ აქტივობით ემოციების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაიაზრეს და ორცხობილების მომზადების პროცესით ისიამოვნეს.
Комментарии