top of page

CEA-ს ფრესქულის ჯგუფმა პროფესიების თემაზე გამართულ პრეზენტაციაზე მშობლებს უმასპინძლა


თანამედროვე განათლების აკადემიის ფრესქულის ჯგუფმა მშობლებს პრეზენტაციაზე უმასპინძლა. აღმზრდელებმა მაკა გოგოტიშვილმა და ნათია ხჩოიანმა პროფესიების თემაზე მათი ნამუშევარი წარუდგინა. პატარები რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ხვდებოდნენ და მათ საქმიანობას ეცნობოდნენ. ბავშვებმა უკვე იციან იურისტის, ბუღალტრის, ექიმის, ადვოკატის, დირექტორის, მზარეულისა თუ კონდიტერის ფუნქცია-მოვალეობები.


პრეზენტაციის შემდეგ, მაკა გოგოტიშვილმა მშობლებს სახალისო თამაში შესთავაზა. აღსაზრდელებმა სტუმრებს თავიანთი მომავალი პროფესიების შესახებ მიანიშნეს, მათ კი უნდა გამოეცნოთ რაზე იყო საუბარი.

შეხვედრის დასასრულს მშობლებს თავიანთი შვილების მიერ დახატული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები უჩვენეს და ნახატში ჩადებული შინაარსის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

Comments


bottom of page