top of page

CEA-ს ფრესქულის გამოსაშვები ღონისძიება

  • Writer: CEA
    CEA
  • Jul 10, 2024
  • 1 min read

Updated: Jul 11, 2024



თანამედროვე განათლების აკადემიაში, ფრესქულის აღსაზრდელებისთვის, სასკოლო მზაობის პროგრამის დამამთავრებელი ღონისძიება გაიმართა. პატარებს პედაგოგები დაემშვიდობნენ და ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.

 

დამამთავრებელ ღონისძიებაში მონაწილეობა ფრესქულის ორი ჯგუფის - „ვარსკვლავებისა“ და "სმურფების“ აღსაზრდელებმა მიიღეს. ცერემონია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც მათ სიტყვით აკადემიის საბავშვო ბაღის მენეჯერმა ირინა ქირიამ და აღმზრდელებმა მიმართეს.

 

პატარებს, სასკოლო მზაობის პროგრამის სრული კურსის წარმატებით გავლისთვის, სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.

 

თანამედროვე განათლების აკადემია თითოეულ აღსაზრდელს ულოცავს ფრესქულის დასრულებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებს

______________

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page