თანამედროვე განათლების აკადემიის ფრესქულის აღსაზრდელებმა დედის დღისთვის საჩუქრები საკუთარი ხელით შექმნეს. მათ დიდი მონდომებით მოამზადეს ტკბილი ორცხობილები. აღმზრდელების: მაკა გოგოტიშვილისა და ნათია ხჩოიანის დახმარებით, პატარებმა ცომი დაამუშავეს, გამოჭრეს სხვადასხვა ფორმები, გამოაცხვეს და ლამაზად მორთეს.
გამზადებული ორცხობილები შეფუთეს და ზედ მათ მიერვე დამზადებული ყვავილები და ბარათები დაამაგრეს. გულის ფორმის მისალოც ბარათში თითოეულმა საკუთარი დედა ჩახატა.
გარდა ამისა, აღსაზრდელებმა ვიდეოები ჩაწერეს და თავიანთ დედებს 3 მარტი ვიდეო-გზავნილითაც მიულოცეს. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool www.cea.ge
Comments