top of page

CEA-ს უფროსკლასელებმა უმცროსი კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები ჩაუტარეს

თანამედროვე განათლების აკადემიის უფროსკლასელებმა უმცროსი კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები ჩაუტარეს. აქტივობა სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე აკადემიელების ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. მის მიზანს ემოციური ინტელექტის საფუძვლების დაუფლება და ცოდნის გაღრმავება წარმოადგენდა, რაც მოსწავლეების პიროვნულ ზრდასა და ურთიერთობების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.


გაკვეთილების ფარგლებში, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ბაზისური ემოციების შესახებ, ისწავლეს ემოციების იდენტიფიცირება, სახელდება და გამოხატვა როგორც ვერბალურად, ასევე არავერბალურად, გააცნობიერეს ემოციის მართვის სხვადასხვა სტრატეგია, გააანალიზეს ემპათიის მნიშვნელობა და მისი როლი ინტერპერსონალურ ურთიერთობებში.


პრაქტიკული გაკვეთილები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანაგანცდის უნარის განვითარებისა და გაძლიერებისთვის, რაც ხელს უწყობს ბულინგის პრევენციას და ჯანსაღი სასკოლო გარემოს ჩამოყალიბებას.


აქტივობა აკადემიის ფსიქოლოგის, თეონა ბოგველის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა.

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page