top of page

CEA-ს საბავშვო ბაღში წიგნის კითხვის დღე აღნიშნეს

  • Writer: CEA
    CEA
  • Feb 21, 2024
  • 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიის ჯგუფებმა „ვარსკვლავები“ და „სმურფები“ წიგნის კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. „სმურფებს“ ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობლები ესტუმრნენ და „რაპუნცელი“ წაუკითხეს. ზღაპრის დასრულების შემდეგ კი პატარები ტკბილეულით დააჯილდოვეს.

 

„ვარსკვლავებს“ წიგნი აღმზრდელმა ნესტან გოლეთიანმა წაუკითხა. ბავშვებმა ზღაპარი „პრანჭია პრინცესა“ მოისმინეს.

 

"წიგნის საჯაროდ კითხვის დღე" მსოფლიოში ცნობილი აქტივობაა, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. ადამიანები ერთიანდებიან საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!

______________

Kommentare


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page