top of page

CEA-ს საბავშვო ბაღის ჯგუფებმა მზის დღე აღნიშნეს

  • Writer: CEA
    CEA
  • May 3, 2023
  • 1 min read

Updated: May 10, 2023


3 მაისს მსოფლიოში მზის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, თანამედროვე განათლების აკადემიის საბავშვო ბაღის, ჯგუფების, “წიწილებისა” და “სმურფების” აღსაზრდელებმა სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს.


“სმურფებმა” მზე გამოჭრეს და შემდეგ ყველა აღსაზრდელმა ერთად გააფერადა. გარდა ამისა, ბავშვებმა გაიარეს პლანეტების თემაც, რომლის ფარგლებშიც აღმზრდელ-პედაგოგებისგან მზის შესახებ უამრავი ინფორმაცია მიიღეს.

“წიწილებმა” გვირგვინები გამოჭრეს, გააფერადეს და თავზე დაიმაგრეს, შემდეგ კი თითოეული მათგანი მზის დახატვას შეეცადა.

მზე დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავია, ყველა დანარჩენი ჩვენგან უსაზღვროდ შორს იმყოფება. დედამიწისთვის მზე კოსმოსური ენერგიის უდიდესი წყაროა. ის სინათლესა და სითბოს იძლევა, რომელიც დედამიწელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


3 მაისს მზის დღე 1994 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია მზის განახლებად ენერგიას საზოგადოებამ მეტი ყურადღება მიაქციოს.

______________

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page