21 იანვარი ჩახუტების საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნის ტრადიციას თანამედროვე განათლების აკადემიის საბავშვო ბაღისა და ფრესქულის აღსაზრდელებიც შეუერთდნენ. პატარებმა ჩახუტებით ერთმანეთს სითბო და სიყვარული გაუზიარეს.
ჩახუტების საერთაშორისო დღე პირველად 1986 წელს, აშშ-ში აღინიშნა. მას შემდეგ ამ თარიღს სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ. იდეა კევინ ზაბორნის ეკუთვნის, რომელსაც ჩახუტების ელჩს უწოდებენ.
ამ დღის აღნიშვნის მიზანი მარტივი მეგობრული ჟესტის მნიშვნელობაზე ადამიანების ყურადღების გამახვილებაა. ფსიქოლოგების მტკიცემით, ჩახუტება სტაბილურობის, საიმედოობისა და სიმშვიდის განცდას ქმნის.
______________
Comments