
თანამედროვე განათლების აკადემიის უფროსკლასელ მოსწავლეებს ბერიტაშვილის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი, ასოცირებული პროფესორი კუსა მაჭავარიანი ესტუმრა.
შეხვედრის თემა იყო ინსტიტუტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევები და სამუშაოები, ასევე, ქალთა როლი მეცნიერებაში. მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია თანამედროვე კვლევების შესახებ და შეიტყვეს, როგორ ხდება სამეცნიერო პროცესებში ჩართვა და განვითარების შესაძლებლობები ამ სფეროში.
შეხვედრის მიმდინარეობისას მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე და უფრო ახლოს გასცნობოდნენ მეცნიერის საქმიანობას.
აქტივობის ორგანიზატორი იყო აკადემიის ბიოლოგიის მასწავლებელი ხათუნა ტურაშვილი.
აქტივობა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, რომელიც 11 თებერვალს აღინიშნება და მისი მიზანია მეცნიერებაში გენდერული ბალანსის ხელშეწყობა, ქალებისა და გოგონების წახალისება STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) სფეროებში და მათ წინაშე არსებული ბარიერების დაძლევა.
გაერომ ეს დღე 2015 წელს დააწესა მეცნიერებაში ქალთა უფრო აქტიური ჩართვის მხარდასაჭერად.
コメント