თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეების ორი გუნდი საერთაშორისო კონკურსის "ბრილიანტის გამოწვევის" (Diamond Challenge) ფინალშია. მეცხრე და მეათეკლასელების ბიზნესიდეებმა ჟიურის მოწონება დაიმსახურა.
კონკურსის ფინალამდე მოსწავლეებმა პროექტების პრეზენტაცია აკადემიაში გამართეს. მას Future Laboratory-ს დამფუძნებელი ირაკლი ქაშიბაძე დაესწრო და გუნდებს სასარგებლო რეკომენდაციები მისცა.
საქართველოს მასშტაბით, აკადემიის ორივე გუნდი ათ ფინალისტს შორისაა. მათ მათემატიკის მასწავლებლები: მირანდა გაბრიჭიძე და გიორგი კაკოჩაშვილი ხელმძღვანელობენ.
ამერიკის დელავერის შტატის უნივერსიტეტის მეწარმეობის პროგრამა "ბრილიანტის გამოწვევა" სიქასა და EMT-ის მიერ 2014 წლიდან ტარდება. კონკურსი 14-18 წლის მოსწავლეებზეა გათვლილი, რომლებსაც საინტერესო ბიზნესიდეების მოფიქრება შეუძლიათ.
„ბრილიანტის გამოწვევის“ პრეზენტაციები 10 თებერვალს გაიმართება. შერჩეული გუნდი გამარჯვების მოპოვებას მსოფლიოს მასშტაბით შეეცდება. საპრიზო ფონდი 100 000 $-ია.
თანამედროვე განათლების აკადემია ულოცავს მოსწავლეებს ფინალში გადასვლას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს!
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს აკადემიის მოსწავლეების გუნდის ბიზნესიდეამ, მსოფლიოს ყველა კონტინენტის ქვეყნებს შორის, საუკეთესო შეფასება მიიღო და „Diamond Challenge“-ის გამარჯვებული გახდა.
______________
Comments