თანამედროვე განათლების აკადემიის მეორე გ კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს „ქი ქონსალთინგის ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის“ პროექტში სახელწოდებით, "არასასკოლო აქტივობები მოსწავლეებისთვის". პროექტის ფარგლებში ბავშვებმა სხვადასხვა დავალება შეასრულეს. მათ პრობლემები უნდა აღმოეჩინათ და არგუმენტირებული მსჯელობით თავიანთი მოსაზრება დაესაბუთებინათ.
პროექტის მიზანი მოსწავლეებში გუნდურობის გაძლიერება, კომუნიკაციის გაუმჯობესება, სისწრაფის, დროის მართვისა და ლიდერობის უნარების გაუმჯობესება იყო.
პროექტში აკადემიელები კლასის დამრიგებლის ნათია კოხოძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. შეხვედრის ბოლოს თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.
______________
Comments